понедельник, 30 марта 2009 г.

ომის მონაწილე თანამოქალაქეების მონათხრობი



–ხაშურელი რეზერვისტებიც ჩავებით უსამართლო ომში. 2008 წლის 7 აგვისტოს საღამოს 3 საათზე წაგვიყვანეს ცხინვალის რაიონის სოფელ ღრომში,სადაც 3 დღე ვიცავდით მშვიდობიან მოსახლეობას. საკმარისი გვქონდა საკვები, იარაღი. ქარული ჯარის ნაწილები ბრძოლით წინ და წინ მიიწევდნენ, მამაცურად იბრძოდნენ და მტერს მუსრს ავლებდნენ, მაგრამ ბრძოლაში აგრესორმა რუსეთმა საჰაერო ძალები ჩართო და დაბომბვა დაიწყო საქართველოს ტერიტირიებისა, არც მოსახლეობას ინდობდა, იძულებული გავხდით უკან დაგვეხია. სოფელი ღრომი დაბომბვის შედეგად მიწასთ გასწორდა.ბევრი ჩვენთაგანი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

411–ე ბატალიონის მე–3 ასეულის მე–3 ოცეულის რეზერვისტი
გიორგი კანთელაშვილი
ხაშურის მე–7 სკოლის კურსდამთავრებული
( საუბარი ჩაიწერეს ხაშურის მე–7 სკოლის მოსწავლეებმა)




ეკოლოგიური კატასტროფა

აგრესორმა არც ტყე–პარკები დაინდო. მისმა აგრესიამ იქამდე მიაღწია, რომ ეკოლოგიური საფრთხე შეუქმნა ტყეს, ცხოველებს და აქედან გამომდინარე ადამიანთა ჯანმრთელობასაც. ქვეყანას მილიონობით ზარალი მიაყენა, ათეული წლებიც კი არ არის საკმარისი ტყის მასივის აღდგენისათვის, მიწამ დიდი ეროზია განიცადა.




ომის ადამიანური ტრაგედიები

"ბავშვი დვკარგე, მაგრამ
ყველაზე მეტად ომის შედეგის
წარმოდგენა მზარავს "
მოგვითხრობს მანანა–სოფ. ქურთიდან

––როცა გამოვრბოდით, ჩვენს მიცვალებულ მეზობლებსა და ქართველ ჯარისკაცებს დამმარხავიც კი არავინ ჰყავდათ. ჩვენს სოფელში სახლების 80% დანგრეულია, არადა ქურთა წინა ომის დროს ჭრილობებს იშუშებდა.
ისეთი მსხმოიარე ბაღები დავთოვეთ, რუსის ჯარს სუსსათით მომარაგება აღარ დასჭირდებათ, როგორ მიტირის გული 1991 წელს სახლ–კარი ახალი წლის დღეს მიგვატოვებინეს. რუსებს სავსე სახლები დავუტოვეთ. ახლაც მოსავლით დატვირთული ბაღებიდან გამოვიქეცი.

მზაო–ცხინვალიდან: –არსად წასვლას ვაპირებდით, მაგრამ ინტენსიური დაბომბვა დაიწყო და ამ საშინელებას ვინ გაუძლებდა?



ხაშურის მე–7 სკოლის მე–9კლასის მოსწავლე
თამარ ბერაია