четверг, 2 апреля 2009 г.

ისინი იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის

მალხაზ ლაცაბიძე– 1989 წელს დაამთავრა ხაშურის მე–7 საჯარო სკოლა ( ყოფილი რკინიგზის მე–4 საჯარო სკოლა) 1992 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. იბრძოდა აფხაზეთის ომში, მისი ასავალ–დასავალი დღემდე გაურკვეველია.
ალექსი ქორთიაშვილი– ხშურის მე–7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული (ყოფილი რკინიგძის ნმე–4 სკოლა) გაწვეული იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურში, მსახურობდა 2054–ის ავტობატალიონში. პირველი დღეებიდანვე მონაწილეობდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთშიმიმდინარე საომარ მოქმედებებში. სამხედრო მოკვლევაში წერია: 1993 წელს 18 ივნისიდან ა.ქორთიაშვილი იმყოფებოდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ძველ კინდში. 2 ივლისს ის ვაჟკაცურად იგერიებდა მოწინააღმდეგის შეტევას.მან ტყვედ ჩავარდნას გმირული სიკვდილი ამჯობინა, პირნათლად მიხადა სამშობლოს წინაშე ვალი.

Комментариев нет:

Отправить комментарий