суббота, 11 апреля 2009 г.

ძალადობა არა!

ხაშურის მე-7 სკოლის პირველი ჯგუფი:
ხელმძ.პედაგოგი: მაყვალა ტალახაძე
ჯგუფის წევრები: მე-9 კლასის მოსწავლეები: 1.თამარ ბერაია
2.დავით ბერაია
3.გიგა გრიგალაშვილი
4.ბორია ბანცაძე
5.ვაკო კაპანაძე
6.ქეთი გოგალაძე
7.ლუკა ნემსაძე
8.გიორგი ხარშილაძე
9.მარიამ აბელიანი
10.თაკო ბარბაქაძე
11.თეონა გელაშვილი
12.ლევან თათარაშვილი
13.მარი გონგაძე

ომმა უამრავი ტკივილი, ცრემლი, დარდი, დამსხვრეული ოცნება მოიტანა და თან მრავალი სიცოცხლე და მიღწეული მიზანიგაიყოლა.
სამშობლო ეძახდათ და ბიჭები მიდიოდნენ...
ისინი წაგებული ... ომის მოსაგებად მიდიოდნენ...
ისინი უყოყმანოდ თმობდნენ ყველაზე ძვირფასს–სიცოცხლეს...
მათ უკან მათი შვილები იდგნენ...
მათ უკან ჩვენ ვიდექით...
მათ ყკან სამშობლო იდგა.
და ისინიჩ მიდიოდნენ... მათ ტკიოდათ, იქნებ ეშინოდათ კიდეც, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, იბრძოდნენ, იბრძოდნენ და გმირულად იღუპებოდნენ.
" მაშ რისთვის მინდა სიცოცხლე,
სული რათა მჩხავ პირშია,
თუ კი არ გამოვადგები
სამშობლოს გასაჭირშია ?!"

გმირები არ კვდებიან

ჟიული შარტავა მუდამ იცოცხლებს და არასოდეს არ მოკვდება, რადგან მამულს შესწირა თავი. სწორედ ჟიულისთანა თავდადებულ ადამიანებზე უთქვამს დიდ ილია ჭავჭავაძეს
"მაშ მამულს თავი შევსწიროთ,
საშველად გამოსახსნელად,
თუ მისთვის დავიხოცებით
ჩვენ ეს გვეყოფა სახელად"


სიკვდილმა იგი აირჩია, მან გემის კაპიტანივით ბოლომდე არ მიატოვა თავისი პოსტი, ჟიული შარტავამ ყველა ცდუნება დაძლია და ჩვეულებრივ მოკვდავთაგან თავისი სულიერი სიმაღლით გამორჩეულს კი სიკვდილი არ უწერია.

ვიჩოქებთ მისი საფლავის წინაშე, ვანთებტ სანთლებს და ლუტჯი იებით ვმოავთ წმინდანების სასუფეველს. ნათელი დაადგეს ჟიულის ხსოვნას. მისი სული ჩვენს გარშემო ტრიალებს მუდამ,რომელიც გვაფხიზლებს და გვაფრთხილებს "გვახსოვდეს აფხაზეთი" სამეგრელო, რომელსაც ჟერ კიდევ სტკივა...."ვოი ნანა".

четверг, 2 апреля 2009 г.

ისინი იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის

მალხაზ ლაცაბიძე– 1989 წელს დაამთავრა ხაშურის მე–7 საჯარო სკოლა ( ყოფილი რკინიგზის მე–4 საჯარო სკოლა) 1992 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. იბრძოდა აფხაზეთის ომში, მისი ასავალ–დასავალი დღემდე გაურკვეველია.
ალექსი ქორთიაშვილი– ხშურის მე–7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული (ყოფილი რკინიგძის ნმე–4 სკოლა) გაწვეული იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურში, მსახურობდა 2054–ის ავტობატალიონში. პირველი დღეებიდანვე მონაწილეობდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთშიმიმდინარე საომარ მოქმედებებში. სამხედრო მოკვლევაში წერია: 1993 წელს 18 ივნისიდან ა.ქორთიაშვილი იმყოფებოდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ძველ კინდში. 2 ივლისს ის ვაჟკაცურად იგერიებდა მოწინააღმდეგის შეტევას.მან ტყვედ ჩავარდნას გმირული სიკვდილი ამჯობინა, პირნათლად მიხადა სამშობლოს წინაშე ვალი.