понедельник, 29 декабря 2008 г.

ომი და რელიგია

ომი და რელიგია
მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა მიმდინარეობის რელიგიები. მათ შორის არის მუდმივი რელიგიური ომები, დაპირისპირება სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანების ჯგუფებს შორის.არაერთი მაგალითი ვიცით იმისა,რომ მომხდარა რელიგიური ომი. მაგალითად: ისრაელსა და პალესტინას შორის, როდესაც მაჰაჯირებმა, ამ მიმდინარეობის აღმსარებლებმა, ისრაელში არსებული ქრისტიანული ეკლესიები დაანგრიეს, რელიგიური ლიტერატურა შუა ქალაქში კოცონზე დაწვეს და მათ შორის დღესაც მიმდინარეობს ასეთი ბრძოლა.არცერთი რელიგია არ კარნახობს ადამიანებს კაცთაკვლას და მით უმეტეს თვითმკვლელობას. მიუხედავად ამისა, გვხვდება სხვადასხვა რელიგიური სექტები,ჯგუფები,რომლებსაც თავიანთი რელიგიური კაზუსები აქვთ ჩამოყალიბებული, ხოცავენ ადამიანებს და საკუთარ თავსაც იკლავენ (ე.წ. "კამიკაძეები"). ქრისტიანული თვალსაზრისით, მცნება არა კაც ჰკლა, არ ვრცელდება ნებისმიერ შემთხვევაზე. ამ მცნებით აკრძალულია მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ საკუთარი გადაწყვეტილებისა და თვითნებობის საფუძველზე პირადი ანგარიშსწორება. ქრისტიანობა უდავოდ უარყოფს ომს, რადგან ომი თავისთავად ბოროტება და სამწუხარო მოვლენაა, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ზნეობას.მაგრამ ცხოვრება ბრძოლაა, ბრძოლა მძაფრი და ულმობელი , რომელშიც ადამიანის, ერის ხასიათი, მისი შემეცნება, მისი ძალა ყალიბდება. ამ მუდმივმა ბრძოლამ გააძლიერა ჩვენი ხალხი სულიერად და ფიზიკურად. ჩვენ ახლა გვიკვირს, როგორ შეძლო ქართველობამ ამდენი უთანასწორო ბრძოლის გადატანა. ძალა ხალხისა და ეკლესიის ერთიანობაში იყო.ერი თუ ბერი ერთი სულით იყო განმსჭვალული – ღრმა რწმენით სიმართლის დამარჯვებისა.მართმადიდებლური რელიგია ყოველთვის ძალას მატებდა ქართველ ხალხს, ხალხს რომელიც ეძებდა მარადიულ ჭეშმარიტებას და წუხდა, როცა ვერ პოულობდა მას.ხალხის ძალა მდგომარეობს მის სულიერ სიდიადეში: მონასტრები, ტაძრები არა მხოლოდ თავიანთ პირდაპირ დანიშნულებას ასრულებდენ, არამედ – აკადემიები, სამეცნიერო და კულტურული ცენტრები იყვნენ. ეს იყო ზეიმი სულისა, ზეიმი მარადიული სიმართლისა.სწორად ამ სიმართლეს მივყავართ დღეს წინ და გვეძახის არა მარტო ჩვენ არამედ ყველას: "ნათელი ქრისტესი გაგვანათლებს ყოველთა".


ხაშურის მე–7 სკოლის მე–9 კლასის მოსწავლე
მარიამ აბელიანი

Комментариев нет:

Отправить комментарий